კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატადაა წარდგენილი
კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატადაა წარდგენილი

კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატადაა წარდგენილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, შესაბამისი განაცხადი ცესკო-ში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ წარადგინა.

ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.