კახა კუკავა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსხვავებული მოსაზრებებიც კი კორექტულად გამოითქმოდა, რაც ქართულ პოლიტიკას 10-15 წელია, არ ახსოვს 
კახა კუკავა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსხვავებული მოსაზრებებიც კი კორექტულად გამოითქმოდა, რაც ქართულ პოლიტიკას 10-15 წელია, არ ახსოვს 

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში შეხვედრაზე კონსტრუქციული ატმოსფერო იყო.

„დადებითია, რომ ეს ფორმატი შედგა. ორი დღის მანძილზე იყო ოპონირების ის ფორმა, რაც ქართულ პოლიტიკას 10-15 წელი არ ახსოვს, როცა განსხვავებული მოსაზრებებიც კი კორექტულად გამოითქმოდა და კონსტრუქციული ატმოსფერო იყო. იმედი მაქვს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი სხვა თემებზეც გაგრძელდება. ახლა შეთანხმება იქნა მიღწეული სარეკლამო დროის განაწილებაზე. კერძოდ, სარეკლამო დრო როგორც 2020 წლის არჩევნებისთვის, ასევე 2020 წლის შემდეგ ყველა კვალიფიციურ პარტიაზე თანაბრად განაწილდება, რადგან შეთავაზებული პროექტით, თავიდან მხოლოდ კვალიფიციურ სუბიექტებს შეეხებოდა, რომელიც 3 პროცენტს დააგროვებდნენ“, – განმარტა კუკავამ.

მისი თქმით, საკითხი, რაზეც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საარჩევო ფორმირების წესს ეხება.

„უცვლელი რჩება არსებული წესი, რაც ხელისუფლებას დიდ უპირატესობას აძლევს, თუმცა პოზიტიური შეთავაზებებია, რაც ამოქმედდება 2020 წლის არჩევნების შემდეგ. „თავისუფალი საქართველოს“ წინადადება იყო, რასაც არც ერთი პარტია არ დაეთანხმა, რაც გულისხმობს ფულის ხარჯვაზე ზედა ზღვარის დაწესებას. როგორ ჩანს, სხვა პარტიებს ფულის პრობლემა გადაწყვეტილი აქვთ და მხარდაჭერა ვერ მივიღეთ. ამას 2020 წლის პარლამენტში დავუბრუნდებით“, – განაცხადა კახა კუკავამ.

დატოვე კომენტარი