კახა კუკავა - მხოლოდ საზოგადოების პროტესტს შეუძლია ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა
კახა კუკავა - მხოლოდ საზოგადოების პროტესტს შეუძლია ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა

შემაძრწუნებელია იმის მოსმენა, რაც საზოგადოებისთვის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, – პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის განცხადებებს ეხმაურება.

„საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდა მაფიოზურ სახელმწიფოდ, სადაც „ბოსის“ ოჯახთან დაახლოებული პირები არეკეტებენ ბიზნესს, ბნელ სარდაფებში ამწყვდევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან მინისტრებს და არნახულ კორუფციაშია ჩაფლული მთელი სახელმწიფო აპარატი.

განსაკუთრებით სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ წევრების არასერიოზული კომენტარები ამ საკითხზე. მინდა ყველას შევახსენო, რომ, როგორც დადასტურდა, ამ ქვეყანაში არავინაა დაზღვეული ლევან ყიფიანის მსგავსი მოპყრობისგან.

ნათელია, რომ სახელმწიფო უძლურია წინ აღუდგენს ამ სენს, ამდენად, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, შეუერთდეს „ომეგა ჯგუფის“ მიერ ფინანსთა სამინისტროსთან 2 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას. მხოლოდ საზოგადოების პროტესტს შეუძლია ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა და თითოეული ადამიანის მონაწილეობა აქციაში ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კუკავამ.