კახა კუკავა გოგი წულაიასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდა
კახა კუკავა გოგი წულაიასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ზესტაფონის მერობის კანდიდატ გოგი წულაიასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდა.

კუკავამ და წულაიამ კულტურის სახლში შეკრებილებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

„მოსახლეობის მხარდაჭერის მიხედვით, წულაია არის უპირობო ლიდერი კანდიდატი, მაგრამ მას არ აქვს მხარდაჭერა ისევე, როგორც სახელისუფლებო კანდიდატს სუს-ისა და ადმინისტრაციული რესურსის მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, მოვაშოროთ ქვეყანას „ოცნება“ და „ნაციონალები“. ზესტაფონის მაგალითი იქნება გადამდები მთელი დანარჩენი საქართველოსთვის“, – განაცხადა კუკავამ შეხვედრაზე.

დატოვე კომენტარი