კახა კუკავა - „გირჩის“ ლიდერები შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მოვიდნენ, ხელი არავის დაურტყამს, მაგრამ ვუთხარით, რომ მათი ადგილი აქ არ არის
კახა კუკავა - „გირჩის“ ლიდერები შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მოვიდნენ, ხელი არავის დაურტყამს, მაგრამ ვუთხარით, რომ მათი ადგილი აქ არ არის

ორივე მოსული იყო დაბოლილი დღეს და უნდოდათ როგორც ყოველთვის, ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ პისტოლეტით დასდევდა და ახლა დღეს მოიგონეს მეორე სისულელე. სინამდვილეში, ძალიან მარტივად იყო. ჯერ ერთი, მოვიდნენ დაუპატიჟებლად, – ამის შესახებ  „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ განაცხადა „გირჩის“ ლიდერებთან, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კუკავა ამბობს, შეუძლებელია, ადამიანი იყოს პარლამენტშიც, ოპოზიციაშიც და მიიღოს გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდებო, შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნებელი ჯანმრთელობისთვისაც და რაც მთავარია, აზროვნებისთვის. ორივე მოსული იყო დაბოლილი დღეს და უნდოდათ როგორც ყოველთვის, ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ პისტოლეტით დასდევდა და ახლა დღეს მოიგონეს მეორე სისულელე. სინამდვილეში, ძალიან მარტივად იყო. ჯერ ერთი, მოვიდნენ დაუპატიჟებლად. შალვა ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეხვედრა, რის შემდეგადაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ ჯერ უნდა მოგვისმინოთო. მე ვუპასუხე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ მიშას თამაშს ვთამაშობთ და მაშინ, აქ რაღაზე მოდიხართ-მეთქი? ამაზე ჩავარდა ხვიჩია ექსტაზში, რომ აღიარეს მიშას თამაშს თამაშობენო. ამის შემდეგ მოუწიათ სხდომის დატოვება. იაფფასიანი ტრიუკია ეს და უარესიც უქნიათ ყურადღების მისაქცევად ატოცში. ხელი არავის დაურტყამს, მაგრამ ვთხოვეთ, რომ მათი ადგილი არ იყო. შეუძლებელია, ადამიანი იყო პარლამენტშიც, ოპოზიციაშიც და მიიღო გადაწყვეტილება, რატომღა მოდიან ოპოზიციაში?“, – განაცხადა კახა კუკავამ.

„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს.  როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია შეკრებილი, ფაქტობრივად, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ მიშას თამაშს თამაშობს. „მაგალითად, კახა კუკავამ თქვა, მათამაშეთ კაცო, მე მიშას თამაში მინდაო“ , – აღნიშნა ხვიჩიამ.