კახა კუკავა ფოთში ამომრჩევლებს შეხვდა 
კახა კუკავა ფოთში ამომრჩევლებს შეხვდა 

„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათი პრობლემები მოისმინა.

„ფოთთან მიმართებაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე კარგავს ფუნქციას, რომელიც მას უნდა მოეპოვებინა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საქართველოში რკინიგზის გაყვანა დაიწყო, იყო საუბარი, რომ ეს ქალაქი უნდა ყოფილიყო საქართველოს საზღვაო ჭიშკარი. იყო საუბარი იმაზეც, რომ ფოთი უნდა ყოფილიყო მთავარი საზღვაო პორტი. დღეს ვხედავთ, რომ ფოთს ამ საზღვაო ბიზნესიდან მხოლოდ მარილი რჩება. ჩვენი მიდგომა ასეთია, ჩვენ უნდა წავახალისოთ ადგილობრივი მეწარმეობა”, – განაცხადა კახა კუკავამ.