კახა კუკავა - ერთადერთი ვარ პრეზიდენტობის კანდიდატებში, რომელიც არ ყოფილა არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ ნაწილი
კახა კუკავა - ერთადერთი ვარ პრეზიდენტობის კანდიდატებში, რომელიც არ ყოფილა არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ ნაწილი

ერთადერთი ვარ პრეზიდენტობის კანდიდატებში, რომელიც არ ყოფილა არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ ნაწილი, –  – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ყველანი არიან ან „ქართული ოცნების“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები. პრაქტიკულად ერთადერთი ვარ აი ამ სიაში, ძირითად კანდიდატებში, რომელიც არასდროს არ იყო არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ნაწილი, არც „ქართული ოცნების“ ნაწილი“, – განაცხადა კახა კუკავამ.

კითხვაზე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გამორიცხავს თუ არა მმართველ გუნდთან თანამშრომლობას, კახა კუკავა აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეუძლებელია.

„დღეს გამოდის ვაშაძე და ჩემთან დებატებს თავს არიდებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რასაც გრიგოლ ვაშაძე ლაპარაკობს, ამას 14 წლის წინ ვამბობდი და ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ხან რუსეთის ჯაშუშს მეძახდა და ხან რას მეძახდა. რას ლაპარაკობს დღეს ვაშაძე?! რომ ბოკერია არის მავნებელი, 2004 წლიდან ვეუბნებოდი ამას, რომ კეზერაშვილი არის ბანდიტი და რეკეტიორი, ამას ვეუბნებოდი 2004 წლიდან მოყოლებული და არ ესმოდათ, რომ მაჟორიტარული სისტემა, სასამართლო სისტემა არის ჩამპალი, ამას ვითხოვდით ჩვენ. ახლა მიხვდნენ, 14 წლით ჩამოგვრჩება „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განვითარების დონით და ზუსტად იგივე იქნება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებითაც, შეუძლებელია მათთან თანამშრომლობა“, – განაცხადა კახა კუკავამ.