კახა კუკავა - ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ოპოზიციის რიგებში
კახა კუკავა - ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ოპოზიციის რიგებში

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიციაში არანაირი განხეთქილება არ არის.

კუკავას თქმით, შესაძლოა, არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხის ირგვლივ, რომ ამჟამინდელი პარლამენტი არის არალეგიტიმური და იქ შესვლას არავინ აპირებს.

მისივე განმარტებით, გამონაკლისია ალეკო ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციის რიგებში აღარ მოიაზრება.

„არანაირი განხეთქილება არ არის, ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ჩვენს რიგებში და ოპოზიციის რიგებში. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს პარლამენტი რომ არის არალეგიტიმური და ამ პარლამენტში შესვლას არავინ აპრებს, ეს საკითხი დახურულია. ელისაშვილი არის გამონაკლისი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბიძინა ივანიშვილს, ივნიშვილს მეტი არც ერთი პარტიის იმედი არ შეუძლია, ჰქონდეს.

რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, მათ გააკეთეს განცხადება, როგორც კი მლაპარაკების პროცესი დაიხურება, „რესპუბლიკელები“ შეიწყვეტენ დეპუტატის მანდატს და არ შევლენ ისინი პარლამენტის შემადგენლობაში. ეს განცხადება ძალიან კონკრეტულად გააკეთეს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

დატოვე კომენტარი