კახა კუკავა აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
კახა კუკავა აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ მოქალაქე ალექსანდრე წვერავას იაფი მედიკამენტები გადასცა.

ამასთან, კახა კუკავამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტი იაფი მედიკანენტების კამპანიას ბარიერებს უქმნის. კახა კუკავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვა, „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო ორი მიმართულებით, უკანონო ლეგალიზაციისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით.

კუკავას თქმით, აუდიტის სამსახურის ქმედება აფერხებს მედიკამენტების საჭირო მასშტაბებით გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, დროულად დაასრულოს საქმის წარმოება, რათა არ შეფერხდეს იაფი მედიკამენტების კამპანიის პროცესი.