კახა კუჭავამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

13:42, 09.12.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ, ოთხი პირი კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

მსგავსი