კახა კუჭავა - ვენეციის კომისიის დასკვნას განვიხილავთ, თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, გავითვალისწინებთ
კახა კუჭავა - ვენეციის კომისიის დასკვნას განვიხილავთ, თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, გავითვალისწინებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ფაქტი ერთია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებელია განხილული და გათვალისწინებული იქნება.

„ვიცი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური. ის, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ მათ ვინც არ მიიღეს მონაწილეობა პირველ ეტაპზე ახლა მაინც ჩაერთონ. ფაქტი ერთია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებელია განხილული იქნას და გათვალისწინებული. იმედს ვიტოვებ, რომ ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა. ვიცი, რომ ძალიან პოზიტიური დასკვნა არის, ხოლო ის თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, აუცილებელია, ესეც იქნას გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კუჭავამა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.