კახა კუჭავა - უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე ორივე მხრიდან იქნა ხაზგასმული, რომ ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუარესდეს
კახა კუჭავა - უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე ორივე მხრიდან იქნა ხაზგასმული, რომ ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუარესდეს

უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე ორივე მხრიდან იქნა ხაზგასმული, რომ ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუარესდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრის შესმდეგ განაცხადა.

კუჭავას თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

„შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ – უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია. კიდევ ერთხელ ორივე მხრიდან ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი