კახა კუჭავა - თავისუფლებაზე საუბრისას არ შემიძლია, არ ვახსენო ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას თავი შესწირა
კახა კუჭავა - თავისუფლებაზე საუბრისას არ შემიძლია, არ ვახსენო ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას თავი შესწირა

ქვეყანას, სადაც გადახედავ ამაყად მდგარ სალ კლდეებს და ხვდები, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად თავისუფალია და ვერასოდეს ვერავინ დაგვაჩოქებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბეშუმში განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ულამაზესი კურორტები, ადგილები, ციხე-სიმაგრეები, ტბები, ჩანჩქერები, რომლებიც აუცილებელია, ნახოს ყველამ, ნახოს ახალგაზრდა თაობამ, ნახოს თუ რა სიმდიდრეა და ეს გააჩენს შეგრძნებას, როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ქვეყანას.

„წლების წინ, როდესაც ბეშუმს პირველად ვესტუმრე იმდენად მოვიხიბლე, რომ იმის შემდგომ მრავალჯერ ვიყავი ამ მხარეში და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ შევეცადე მომევლო სოფლები და გამეცნო მოსახლეობა.

მოვიხიბლე იმ სითბოთი, სტუმარ-მასპინძლობით, სტუმართმოყვარეობით, რომელიც აქ დამხვდა. მინდა მთელმა საქართველომ, ტურისტებმა განიცადონ ეს – უნიკალურია ეს მხარე. ორი საათის მონაკვეთში ასეთი ცვალებადობა და სიმდიდრე, განსხვავებულობა გარემოს კუთხით, ნამდვილად გამორჩეულია არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. იწყება ზღვით, სუბტროპიკული ჰაერით, ამოდიხარ და უკვე წიწვოვანი, ზემოთ კი ალპური ზონაა. ულამაზესი კურორტები, ადგილები, ციხე-სიმაგრეები, ტბები, ჩანჩქერები, რომლებიც აუცილებელია ნახოს ყველამ, ნახოს ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ, ნახოს თუ რა სიმდიდრეა და ეს გაგვიჩენს შეგრძნებას, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ქვეყანას, სადაც გადახედავ ამაყად მდგარ სალ კლდეებს და ხვდები, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად თავისუფალია და ვერასოდეს ვერავინ დაგვაჩოქებს. როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე, რომლის დაბადების დღეა დღეს, გმირი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავი შესწირა. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელიც თაობებს გაჰყვება.

ხულოში როდესაც ვიმყოფებით, ყოველთვის უნდა ვთქვათ ასევე, რომ ეს ხალხი არის მაგალითი, თუ რა არის შრომისმოყვარეობა, სტუმარ-მასპინძლობა და რაც ყველაზე მთავარია, განვითარება. განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს. თქვენც კარგად იცით ის პროექტები, რომელიც ხორციელდება, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული და ტურისტული. „გოდერძის“ კურორტი, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება და მეტ ტურისტს მოიზიდავს.

წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, მის ძლიერ გუნდს. ვიცით, რომ ის პროცესები და განვითარება, რომელიც დაწყებულია, განვითარება ამ რეგიონში, გაგრძელდება. ჩვენ დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაცია ხდება, მალე უნდა დასრულდეს სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია, რომ შეიკრას ტურისტული მარშრუტის წრე, რათა უფრო მეტი ტურისტი მოდიოდეს არა მხოლოდ ბათუმიდან, დასავლეთიდან, არამედ სამხრეთიდანაც, სამცხე-ჯავახეთიდან, რადგან იქაც უმნიშვნელოვანესი ტურისტული პოტენციალია, რომელიც უფრო გაამდიდრებს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, რომ ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტებმა ნახონ და დატკბნენ ამ ულამაზესი მხარით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.