კახა კუჭავა - თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის, ამ საპატიო საქმეში თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს
კახა კუჭავა - თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის, ამ საპატიო საქმეში თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის. ჩვენ ამ საპატიო საქმეში თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ფეისბუქზე“ წერს.

„მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელ საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის – ჩვენ ამ საპატიო საქმეში თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას“, – წერს კახა კუჭავა.

 

🎤 მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელ საზოგადოებას, გილოცავთ პრესის…

Posted by კახა კუჭავა / Kakha Kuchava on Monday, 3 May 2021