კახა კუჭავა - საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ჰქვია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება
კახა კუჭავა - საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ჰქვია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება

შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ჰქვია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ენტონი ბლინკენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, თუ ქვეყნის მიერ ვალდებულებები შესრულებული იქნება“.

„განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ თავი გამოიჩინა ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით და ერთ-ერთ ყველაზე სანდო პარტნიორებად ვითვლებით. შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ჰქვია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. ამ პროცესზე ამერიკის ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენ გვაქვს. იმედი მაქვს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პოზიციებს კიდევ უფრო დავაახლოვებთ პოზიციებს და ნატო-ში საბოლოო წევრობას შევძლებთ“, – განაცხადა კუჭავამ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა, ენტონი ბლინკენმა შეკითხვას-კვლავ ემხრობა თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, უპასუხა, რომ „საქართველოს მსგავს ქვეყანას თუ შეუძლია, დააკმაყოფილოს ნატო-ს წევრობის მოთხოვნები და შეუძლია, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, დიახ, კარი ღიაა“.