კახა კუჭავა - სამედიცინო კანაფის კულტივაცია ნარკოტიკული საშუალების კულტივაციას არ ნიშნავს
კახა კუჭავა - სამედიცინო კანაფის კულტივაცია ნარკოტიკული საშუალების კულტივაციას არ  ნიშნავს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია და საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს კუჭავამ განუცხადა, სამედიცინო კანაფის კულტივაცია ნარკოტიკული საშუალების კულტივაციას არ ნიშნავს.

„თუ საკითხს ამ თვალსაზრისით შევხედავთ, მისი წინააღმდეგი არ ვარ. მარიხუანა სულ სხვა რაღაც არის, რომელიც თრობისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, საუბარია სამედიცინო კანაფის სრულად ექსპორტზე გატანაზე, რადგან მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია. გაგრძელდება მსჯელობა, რამდენად ეფექტურად მოხდება გაკონტროლება, რომ შიდა ბაზარზე არ მოხვდეს. იმ მოგების უგულვებელყოფა არ შეიძლება, რომელსაც სახელმწიფო ამ კუთხით მიიღებს”, – განაცხადა კუჭავამ.