კახა კუჭავა - საბოლოო ჯამში, დავით გარეჯის საკითხზე ყველაფერი გახდება ცნობილი და არ მინდა, ვინმეს შერცხვეს ქართულ მიწასთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციების გამო
კახა კუჭავა - საბოლოო ჯამში, დავით გარეჯის საკითხზე ყველაფერი გახდება ცნობილი და არ მინდა, ვინმეს შერცხვეს ქართულ მიწასთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციების გამო

ძალიან სამწუხაროა, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვისმენთ სპეკულაციებს და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

„ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია, ვერ დაიმალება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გახდება ცნობილი და არ მინდა, ვინმეს შერცხვეს ქართულ მიწასთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციების გამო, რომ ეს არ იყო ქართული მიწა, გამოსაძიებელია და დასადგენია სიმართლე. ამაზე არავის არ უნდა სჭირდებოდეს საუბარი. ძალიან სამწუხაროა, როცა ვისმენთ სპეკულაციებს და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ეს საკითხი. გამოძიება მიმდინარეობს უკვე, როგორც ვიცით თვეების განმავლობაში, რაზეც კომუნიკაცია იყო, მათ შორის აზერბაიჯანის მხარესთან, როცა დადგა საჭირო და შეიკრა საქმე. სავარაუდოდ, ამ კითხვას თვითონ გასცემენ პასუხს – არ გადაგვეცა რუკები აზერბაიჯანის მხარისთვის? იმიტომ არ გადაგვეცა, რომ არჩევნები მოდის? ეს გაკეთდა მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვალა პროკურატურამ, რომ საქმე უკვე აღეძრა ოფიციალურად. მანამდე საჭიროდ ჩათვალა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ აღმოჩენილი დოკუმენტაცია გადაეცა აზერბაიჯანული მხარისთვის. ძალიან მიხარია, ვისმენ აზერბაიჯანული მხარისგან კომენტარებს, რომ ჩვენს მეგობრობას ეს საფრთხეს ვერანაირად ვერ შეუქმნის. მთავარია, სიმართლე დადგინდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კითხვაზე, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოიკითხოს თუ არა, კახა კუჭავამ განაცხადა:

„მე არ ვიცი, რამდენად ჰქონდა შეხება ამ საკითხთან სალომე ზურაბიშვილს როგორც საგარეო მინისტრს, მაგრამ ქართულ მიწა-წყალზე ვსაუბრობთ. ჩემთვის ეს არის ყველაზე პრიორიტეტული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.