კახა კუჭავა - რუსეთი აგრძელებს პოლიტიკას, რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკას, რომლითაც უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს არაღიარების კუთხით
კახა კუჭავა - რუსეთი აგრძელებს პოლიტიკას, რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკას, რომლითაც უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს არაღიარების კუთხით

რუსეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებიდან მხარდაჭერა არ აქვს, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს მთელს მსოფლიოში არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასეც გავაგრძელებთ და შედეგსაც მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელიც არ ცნობს არჩევნებს ე.წ. ოთხი ქვეყნის მიერ აღიარებულ რესპუბლიკებში. რუსეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას, რომელსაც მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებიდან არ აქვს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს მთელს მსოფლიოში არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასეც გავაგრძელებთ და შედეგსაც მივიღებთ. ზოგიერთ განცხადებაში მარტო საქართველოა მოხსენიებული, ზოგან მარტო უკრაინა ან – ორივე. რეალობაა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს საქართველოს მხარდაჭერის მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალ დონეზე, მათ შორის გაერო-ს რეზოლუციაში, სადაც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის რეზოლუციას სარეკორდო მაჩვენებელი უჭერს მხარს. ეს არის ზუსტად იმ პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.