კახა კუჭავა – ქუთაისს ვულოცავ ტრადიციულ დღესასწაულს, გვირილობას, ეს დღე სიკეთის, ერთმანეთზე ზრუნვის მაგალითს გვაძლევს

23:05, 02.05.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ქუთაისის მაცხოვრებლებს ტრადიციულ დღესასწაულს, გვირილობას ულოცავს.

როგორც კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, ეს დღე ერთმანეთზე ზრუნვის მაგალითია.

„ულამაზეს ქუთაისს ვულოცავ ტრადიციულ დღესასწაულს – გვირილობას. ეს დღე საუკუნეზე მეტია, აღინიშნება და სიკეთის, ერთმანეთზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. ქუთათურებს ვუსურვებ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას ამ უძველეს, შესანიშნავ ქალაქში“, – წერს კახა კუჭავა „ფეისბუქზე“.

🌼 ულამაზეს ქუთაისს ვულოცავ ტრადიციულ დღესასწაულს – გვირილობას. ეს დღე საუკუნეზე მეტია აღინიშნება და სიკეთის, ერთმანეთზე…

Posted by კახა კუჭავა / Kakha Kuchava on Sunday, May 2, 2021

 

მსგავსი