კახა კუჭავა - ქართველი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სტიქიური უბედურების დროს, ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს იცავენ
კახა კუჭავა - ქართველი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სტიქიური უბედურების დროს, ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს იცავენ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, მის გუნდს და ქართველ ჯარისკაცებს სტიქიური უბედურებების დროს, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც მძვინვარებს სტიქიური უბედურება, ჯარისკაცები დგანან იქ, სადაც უნდა იდგეს ყველა ქართველი და საკუთარი სიცოცხლის ფასად, მეხანძრე-მაშველებთან, რეინჯერებთან, მეტყევეებთან ერთად ებრძვიან იმ სტიქიურ უბედურებას, რომელიც ჩვენ საერთო სიმდიდრეს ანადგურებს. მახსოვს, ბორჯომის ტყეში ხანძრის დროს, ქართველი სამხედროები როგორ იბრძოდნენ სტიქიის წინა ხაზზე და ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.

სხვადასხვა მეწყერის თუ სტიქიური უბედურებების დროს, ყოველთვის როდესაც ამის საჭიროება დგას, ისინი მართლაც თავდაუზოგავად იბრძვიან და იცავენ ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.