კახა კუჭავა - პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილი ცდილობს, რამენაირად პოლიტიკაში დაბრუნდეს
კახა კუჭავა - პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილი ცდილობს, რამენაირად პოლიტიკაში დაბრუნდეს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას წინა ხელისუფლების დროს რუსეთთან დაშვებულ შეცდომებს ახსენებს.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

კუჭავას თქმით, წინა ხელისუფლება რუსეთს ყველანაირად უწყობდა ხელს საქართველოსა და რეგიონში საკუთარი ინტერესები გაეტარებინა.

„პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანისგან მსგავსი განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს. სააკაშვილი ცდილობს, პოლიტიკაში რამენაირად დაბრუნდეს და რამე ზეგავლენა მოახდინოს. ფაქტია, რომ პრორუსულობაზე საუბრობს ადამიანი, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე გაყიდა ზუსტად რუსეთზე. კერძო სექტორზე რომ არ ვისაუბროთ, გავიხსენოთ, 2008 წლის მოვლენები. კარგად გვახსოვს მძიმე პერიოდი, რომელიც მოჰყვა არაგონივრულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებდა წინა ხელისუფლება, ეს ხელს უწყობდა რუსეთს საქართველოსა და რეგიონში თავისი ინტერესები გაეტარებინა“,- განაცხადა კუჭავამ.