კახა კუჭავა პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება
კახა კუჭავა პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. ვიზიტი 16-20 მაისს გაიმართება.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ბრიუსელში ძალიან საინტერესო შეხვედრებია ჩანიშნული.

„პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციას გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ბატონ სასონისთან. დარწმუნებული ვარ, იმ საინტერესო საუბრის შედეგებს, რომელსაც გამოვიტანთ, თქვენთვისაც და მოსახლეობისთვისაც იქნება საინტერესო. ასევე ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. დეტალებს ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.