კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. 83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, კუჭავას კანდიდატურას ფარული კენჭისყრით დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ასევე, საკანონმდებლო ორგანომ შესაბამისი დადგენილება ძალაში მიიღო.

ამავე დადგენილებით, კუჭავას ვადამდე ადრე უწყდება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება.

აღნიშნული საპარლამენტო თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩაგდებამ გამოიწვია.