კახა კუჭავა - პარლამენტის სახელით, გულითადად ვუსამძიმრებ ჯემალ ჭკუასელის ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას
კახა კუჭავა - პარლამენტის სახელით, გულითადად ვუსამძიმრებ ჯემალ ჭკუასელის ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო. კულტურის დიდმა მოამაგემ, მთელი ცხოვრება უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას მიუძღვნა. ეს საგანძური თაობებს გადაეცემა და მის სახელს უკვდავყოფს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად ვუსამძიმრებ ჯემალ ჭკუასელის ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას!“, – ნათქვამია კახა კუჭავას სამძიმრის წერილში.