კახა კუჭავა - საზღვრის უკანონო კვეთა იწვევს პასუხისგებაში მიცემას, ეს არის ჭეშმარიტება ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც
კახა კუჭავა - საზღვრის უკანონო კვეთა იწვევს პასუხისგებაში მიცემას, ეს არის ჭეშმარიტება ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც

კალიურანდის კომენტარი არ სჭირდება იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ უკანონოდ რომ გადაკვეთ საზღვარს დაგაპატიმრებენ და შესაბამისად განგსჯიან, ეს არის რეალობა. კალიურანდი იტყვის ამას თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს არის რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კალიურანდი ამბობს, რომ სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, რაც მისთვის იყო სიგნალი, რომ დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება.

„ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა ავტომატურად იწვევს დაკავებას და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას. რაც შეეხება ჩვენი მეგობრების კომენტარებს საზღვარგარეთიდან, თუ გახსოვთ, როდესაც სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებდა ჩამოსვლას, იყო მოწოდებები რომ მას ეს არ გაეკეთებინა, რადგან ყველა კარგად ხვდებოდა, ერთადერთი მიზეზი ამ ქმედების შეიძლებოდა ყოფილიყო დესტაბილიზაციის კიდევ უფრო გამწვავება, რაც არავის არ სჭირდება საქართველოში. საქართველოსგან ელოდებიან მეტ პროგრესს, მეტ რეფორმებს და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი