კახა კუჭავა - ნებისმიერ ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერებიდან მოდის
კახა კუჭავა - ნებისმიერ ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერებიდან მოდის

ნებისმიერ ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერებიდან მოდის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დაპირისპირებებთან დალავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა  შეძლონ.

„მნიშვნელობა არ აქვს, ძალადობა რომელი მხრიდან მოდის. ნებისმიერი სახის ძალადობას შესაბამისი პასუხი ექნება. მას პასუხი კანონის გზით გაეცემა. გამოძიება იტყვის, ვინ რა დააშავა. ნებისმიერ ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს და ასეც იქნება მიუხედავად იმისა, ეს რომელი პარტიის მხარდამჭერებიდან მოდის. ძალიან რთულია გათვალო, ვინ რა პროვოკაციას ამზადებს. ალბათ, მოლოდინიც არის, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პროვოკაციებიც მოიმატებს. აუცილებელია, სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და შეძლონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მიუხედავად იმისა, ვისგან ან რა მიზეზით ხდება ძალადობა. რეაგირება აუცილებელია. ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა იმისა, თუ როგორ ტარდება ბოლო წლებში არჩევნები“, – განაცხადა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი