კახა კუჭავა - ნამდვილად მადარდებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა, ახლა დაემატა ცხრა დეპუტატი, აპარატიც გაფრთხილებულია, რაც მათ სჭირდებათ,  უზრუნველყოფილი იქნება
კახა კუჭავა - ნამდვილად მადარდებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა, ახლა დაემატა ცხრა დეპუტატი, აპარატიც გაფრთხილებულია, რაც მათ სჭირდებათ, უზრუნველყოფილი იქნება

ნამდვილად მადარდებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა. ახლა დაემატა ცხრა დეპუტატი. აპარატიც გაფრთხილებულია და რაც მათ სჭირდებათ, იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობა ერთადერთი გამოსავალი არ არის.

„კარგია თუ ჩვენს კოლეგებს ამაში დავაჯერებთ, კონსტრუქციულ ნაბიჯებზე გადავიდეთ, არა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება, ამაზე სპეკულირება და  სიტუაციის მეტად დაძაბვა, არამედ ზრუნვა, თუ მართლა ზრუნავენ იმ ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომელიც ადარდებთ და მათი ლიდერი არის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი