კახა კუჭავა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ თითოეულ პოლიტიკოსს ბოდიში უნდა მოუხადოს
კახა კუჭავა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ თითოეულ პოლიტიკოსს ბოდიში უნდა მოუხადოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა პარტიას, ვინც თავის დროზე მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და ამის გამო აკრიტიკებდნენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პარტიული ინტერესების მიხედვით იღებს.

„კარგად მახსოვს მე და თითოეულ თქვენგანს, როდესაც, პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ სხვა პარტიებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, რამდენი ლანძღვა-გინება, ფურთხება მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ეს გაბედეს, განსაკუთრებით ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს. სულ მცირე ბოდიში უნდა მოუხადონ თითოეულ პოლიტიკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა და შემდეგ ისაუბრონ. პარტიულად რაც აწყობთ, მხოლოდ ამის მიხედვით ახდენენ რეაგირებას ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე. მათ რომ თავიდანვე ხელი მოეწერათ, დღეს ვიქნებოდით სულ სხვა რეალობის წინაშე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.