კახა კუჭავა - მიუხედავად იმისა, ამნისტიაზე რომელი კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ხელმომწერებმა ავიღეთ, შესრულდეს
კახა კუჭავა - მიუხედავად იმისა, ამნისტიაზე რომელი კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ხელმომწერებმა ავიღეთ, შესრულდეს

მიუხედავად იმისა, რომელი კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ხელმომწერმა მხარეებმა ავიღეთ, შესრულდეს და ამნისტიის კანონი არამხოლოდ დარეგისტრირდეს, არამედ იქნას მიღებული , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი შესრულდეს. ამას ელოდება ჩვენგან დასავლეთი. ყველა ხელმომწერი მხარის ვალდებულებაა, რომ ეს პუნქტები შეასრულოს. კანონპროექტები, რომლებიც დარეგისტრირდა, იქნება განხილვები. იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი.

მე შევეცდები ამ პროცესს შევუწყო ხელი. ვნახავთ, როგორ წარიმართება დებატები, იქნება თუ არა საერთო კანონპროექტი მიღებული. მიუხედავად იმისა, ერთი თუ მეორე კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ, ხელმომწერმა მხარეებმა ავიღეთ შესრულდეს და ამნისტიის კანონპროექტი არამხოლოდ დარეგისტრირდეს, არამედ იქნას მიღებული” , – განაცხადა კუჭავამ.