კახა კუჭავა - მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება
კახა კუჭავა - მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება

ტკივილთან ერთად, 13 ივნისი თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია, როცა ერთად ვებრძოდით სტიქიას და სტიქიის შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

„2015 წლის 13 ივნისი – ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება!

პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მთელ საქართველოს.

ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია, როცა ერთად ვებრძოდით სტიქიას და სტიქიის შედეგებს.

მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება“, – წერს კახა კუჭავა „ფეისბუქზე“.