კახა კუჭავა - თბილისის მერიის ძალისხმევითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით 2 500 ოჯახი მიიღებს ბინებს, რომელსაც წლების მანძილზე ელოდებოდნენ
კახა კუჭავა - თბილისის მერიის ძალისხმევითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით 2 500 ოჯახი მიიღებს ბინებს, რომელსაც წლების მანძილზე ელოდებოდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუჭავა მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას აფასებს.

მისი თქმით, სასიხარულოა, როდესაც ვგებულობთ, რომ წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემა გადაჭრილია.

„მერიისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებული 2 500 ოჯახის პრობლემა პირველი ნაბიჯია ქალაქში დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. თბილისში ეს საკითხი წლების მანძილზე ძალიან მწვავედ დგას და სასიხარულოა, როცა ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს. თბილისის მერიის ძალისხმევითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით 2 500 ოჯახი მიიღებს ბინებს, რომელსაც წლების მანძილზე ელოდებოდნენ. ბევრს ალბათ იმედი ჰქონდა ამოწურული, რომ ჩაბარდებოდათ ბინები. თბილისის მერის მიერ დღეს დაანონსებული სიახლე კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს და დასრულებულ ბინას 2500-მდე ოჯახი მიიღებს.