კახა კუჭავა ლატვიის ელჩს შეხვდა
კახა კუჭავა ლატვიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

„ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციისა და საქართველოში თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.