კახა კუჭავა ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს - მადლობა, ლაშა
კახა კუჭავა ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს - მადლობა, ლაშა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს.

„კიდევ ერთი მედალი, მადლობა, ლაშა“, – წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“.

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია.

ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს რიოში – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.