კახა კუჭავა - ხმა მივეცი კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში
კახა კუჭავა - ხმა მივეცი კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, მან ხმა მისცა კახა კალაძეს და დარწმუნებულია მის გამარჯვებაში.

„ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც, მიმაჩნია, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში და იმით, რას აპირებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.