კახა კუჭავა ჯეიმს აპატურაის შეხვდა
კახა კუჭავა ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ამ პროცესში, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს მხარდაჭერას საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს ნატო-ს მისიებში შეაქვს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მოახლოებულ არჩევნებს და საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებს.

კახა კუჭავამ ჯეიმს აპატურაის საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დატოვე კომენტარი