კახა კუჭავა - იმედია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები გადაწყვეტილებას მიიღებენ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე და ნაკლები იქნება რუსეთის გავლენა
კახა კუჭავა - იმედია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები გადაწყვეტილებას მიიღებენ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე და ნაკლები იქნება რუსეთის გავლენა

ალბათ, თავად რუსეთსაც არ სჯერა თავიანთი ე.წ. სამშვიდობო ძალების, ისინი „სამშვიდობო ძალებს“ განათავსებენ იქ, სადაც სურვილი აქვთ, რომ გავლენა ჰქონდეთ, ეს რეგიონისთვის არასასიამოვნოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კუჭავამ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

კუჭავას თქმით, იმედი აქვს, მეზობელი ქვეყნები გადაწყვეტილებას მიიღებენ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე და ნაკლები იქნება რუსეთის გავლენა.

„არ მჯერა და ალბათ, თავად რუსეთსაც არ სჯერა თავიანთი სამშვიდობო ძალების. ისინი ჩამოდიან და ე.წ. სამშვიდობო ძალებს განათავსებენ იქ, სადაც სურვილი აქვთ, რომ გავლენა ჰქონდეთ. ეს რეგიონისთვის არასასიამოვნოა. ამ თემაზე სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები გადაწყვეტილებას თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ და რუსეთის გავლენა ნაკლები იქნება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.