კახა კუჭავა - იმედი გვაქვს, ოპოზიცია 800 000 ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატებს გამოიყენებს და დემოკრატიულ პროცესს დაუბრუნდება
საქართველოს მთავრობამ არ დაიშურა ძალისხმევა, რომ არჩევნები ყოფილიყო სრულ თანხვედრაში ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან, მათ შორის დაცული იყო სანიტარული ზომები საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილავენ.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშირისო დამკვირვებლების შეფასებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.
„ბოლო არჩევნები იყო ექსტრაორდინალური „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო. მსოფლიო იძულებული გახდა, ახალ რეალობასთან ადაპტაცია მოეხდინა, რათა ჯანდაცვის რისკების გათვალიწინებით, დემოკრატიას საფრთხე არ შექმნოდა. საქართველოს მთავრობამ არ დაიშურა ძალისხმევა, რომ არჩევნები ყოფილიყო სრულ თანხვედრაში ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან, მათ შორის დაცული იყო სანიტარული ზომები საარჩევნო უბნებზე. ასევე მოახდინა კანონმდებლობის დახვეწა იმ ადამიანებისთვის, ვინც იმყოფებოდა კარანტინში ან იზოლაციაში, რათა მათ ხმის მიცემის საშუალება ჰქონოდათ.
ჩვენ მივესალმეთ საერთაშირისო დამკვირვებლების დიდწილად პოზიტიურ შეფასებას, რაც გაიზიარა საერთაშორისო საზოგადოებამაც. ამ შეფასებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ 31 ოქტომბირს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. მიუხედვა ამისა, ხარვეზები იყო გამვლენილი და ჩვენ ვაფასებთ ანგარიშის ავტორის ბატონი კოქსის ნამუშევარს და მზად ვართ, ადეკვატურად ვუპასუხოთ იმ ხარვეზებს, რომელზეც ყურადღება გაამახვილა მისიამ, მათ შორის საარჩევნო კამპაანიის დაფინასნებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის ინტერესს წარმოადგნს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენი საერთაშორისო პარნიორებთან თანამშომრლობა ამ კუთხით მნიშვნელოვანია და თქვენგან კონკრეტულ რეკომენდაციებს ველოდებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კუჭავამ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების დროს ხარვეზები იყო გამოვლენილი, რის აღმოფხვრის პროცესშიც ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია. კახა კუჭავას თქმით, ამისკენ მათ საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს ოპოზიცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიყენებს 800 000 ამომრჩევლის მიერ მათთვის მინიჭებულ მანდატებს და დაუბრუნდება დემოკრატიულ პროცესს, ქუჩიდან პარლამენტში, რადგან ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც არჩვენების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებდა. მოვისმინე რამდენიმე დეპუტატის შეშფოთება ამ სესიის დროს. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ჩვენ ხანდახან ვხდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთი კანდიდატი არ დაუკავებიათ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. როდესაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ ასევე გააკეთეს განცხადება, რომ ხმების პარალელური დათვლის დროს შეცდომა დაუშვეს. არადა, სწორედ ამ დათვლის შედეგები იყო ერთ-ერთი რეზონანსული ბრალდება, რამაც გამოიწვია ქუჩის აქციები.
2021 წელს უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები და ჩვენი პოლიტიკური პარტია მზადაა, იმუშაოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს, რომ ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იყოს და ცვლილები შეტანილი კანონმდებლობაში, რათა არჩევნების ადმინისტრირების სტანდარტი გაუმჯობესდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია ტინი კოქსი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.