კახა კუჭავა ილია მეორეს შეხვდა

20:36, 29.07.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავა ილია მეორეს საპატრიარქოში ოჯახთან ერთად ესტუმრა.

„გულთბილი შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს საკეთილდღეოდ მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მსგავსი