კახა კუჭავა - გელა ჩარკვიანის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია
კახა კუჭავა - გელა ჩარკვიანის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გელა ჩარკვიანის ოჯახს უსამძიმრებს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლის და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. იგი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, – აცხადებს კახა კუჭავა.

82 წლის ასაკში ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა.