კახა კუჭავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში მნიშვნელოვანი მითითებაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საქმიანობა გააგრძელონ პარლამენტში და არა ქუჩაში
კახა კუჭავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში მნიშვნელოვანი მითითებაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საქმიანობა გააგრძელონ პარლამენტში და არა ქუჩაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში მნიშვნელოვანი მითითებაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საქმიანობა გააგრძელონ პარლამენტში და არა ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ასევე საუბარია გარკვეულ საკითხებზე, რაზეც ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაოს და გამოასწოროს.

„ზამთრის სესიაზე განხილული იქნება სხვადახვა საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ის ანგარიში, რომელიც მომზადდა. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოში ჩამოსული იყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია ტინი კოქსის ხელმძღვანელობით. რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ამ განხილვებში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. ანგარიშში ხაზგასმულია გარკვეული საკითხები, რომლებსაც თვლიან, რომ აუცილებელია, გამოსწორდეს და ჩვენმა პარლამენტმა გააგრძელოს მუშაობა. ასევე, კიდევ უფრო დაიხვეწოს როგორც კანონმდებლობა, ისე პრაქტიკა.

ერთ-ერთი საკითხი პარტიების დაფინანსებას ეხება. საუბარი არ არის ერთ ან ორ პარტიაზე, საუბარია მთლიანად დაფინანსების სისტემაზე, თუ რამდენად გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ ყველა კითხვა თუ ხარვეზი, რომელიც იყო დაფიქსირებული, მთლიანად აღმოიფხვრას.

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ის მითითება, რომელიც ამ ანგარიშშია. ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია ბოიკოტს განაგრძობს მას შემდეგ, რაც არჩევნები წარმატებულად ჩატარდა. მათი მოწოდებაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ის მანდატები გამოიყენონ, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და გააგრძელონ საქმიანობა არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიურ ანგარიშში ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.

დატოვე კომენტარი