კახა კუჭავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის დეპუტატთა ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი
კახა კუჭავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის დეპუტატთა ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის დეპუტატთა ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ შეასრულოს ვალდებულებები და აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„ერთი წლის თავზე კვლავ ხდება რუსული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით საკითხის დაყენება. არის დეპუტატების და ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლების გარკვეული ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვაპირებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი და რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, მათ შორის არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ არ არის. ეს ის საკითხებია, რომელზეც ნამდვილად ვაპირებთ რუსეთს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოვუწოდოთ, შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კუჭავამ