კახა კუჭავა - ევროკავშირისა და აშშ-ისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ, ყველა აღიარებს აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს
კახა კუჭავა - ევროკავშირისა და აშშ-ისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ, ყველა აღიარებს აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც მოვისმინეთ. საქართველო-უკრაინა წარმოადგენს ყველასთვის განსახილველ საკითხს. ყველა აღიარებს იმ აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ყველა აღიარებს იმ აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.

„ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე და რასაც ველოდებით, ის კონკრეტული ნაბიჯებია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საბოლოო მიზანს მივაღწიოთ – დეოკუპაციას და რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მას ადრე თუ გვიან მოუწევს. იმედია, ეს ადრე მოხდება. ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულებით აქვს აღებული, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა აღასრულოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.