კახა კუჭავა - ერთია გააკრიტიკო, ხოლო მეორეა თავდასხმა განახორციელო არა მხოლოდ ელჩებზე, არამედ ქვეყნებზეც
კახა კუჭავა - ერთია გააკრიტიკო, ხოლო მეორეა თავდასხმა განახორციელო არა მხოლოდ ელჩებზე, არამედ ქვეყნებზეც

ერთია გააკრიტიკო, ხოლო მეორეა თავდასხმა განახორციელო არა მხოლოდ ელჩებზე, არამედ ქვეყნებზეც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის არ არის კარგი, როდესაც დასავლელი პარტნიორები ხედავენ ოპოზიციას, რომელიც ანტიდასავლურ ძალად ყალიბდება.

„მეეჭვება, ამ ყველაფერს სხვა რამე ერქვას, თუ არა თავდასხმა. ერთია გააკრიტიკო, მეორეა შეურაცხყოფაზე გადახვიდე და თავდასხმა განახორციელო არა მხოლოდ ელჩებზე, არამედ ქვეყნებზეც. სამწუხაროდ, ყოველ დღე ასეთი შეფასება უფრო მეტად გვესმის. ვისურვებდი, რომ ასეთი შეფასება აღარ იყოს. ვსაუბრობთ, სტრატეგიულ პარტნიორებზე. ბოლო დღეების განმავლობაში, კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გვესმოდა. ეს არის ქვეყანა, რომელიც გვერდში გვიდგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და როცა ხედავენ ოპოზიციას, რომელსაც თავი მოაქვს, რომ პროდასავლურები არიან და სინამდვილეში ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან, ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. ამას თავისი სახელი დაერქმევა. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რათა პრორუსულმა ძალებმა ჩვენს ქვეყანაში ფეხი არ მოიკიდონ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი