კახა კუჭავა - ელენე ხოშტარიას კიდევ ერთხელ ვთხოვ, შიმშილობა შეწყვიტოს
კახა კუჭავა - ელენე ხოშტარიას კიდევ ერთხელ ვთხოვ, შიმშილობა შეწყვიტოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

აღნიშნული განცხადება კუჭავამ პლენარული სესიის დაწყებამდე გააკეთა.

„დღეს არის პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას დაბადების დღე. მინდა მივულოცოთ. კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, მოვუწოდოთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და რა თქმა უნდა ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო“,- აღნიშნა კუჭავამ.