კახა კუჭავა - ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე პუნქტები საბოლოოდ შეთანხმდება
კახა კუჭავა - ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე პუნქტები საბოლოოდ შეთანხმდება

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე პუნქტები საბოლოოდ შეთანხმდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოხდა პოზიციების შეჯერება და საბოლოოდ მიღებული იქნება კანონი, რომელიც მრავალპარტიული მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ პროცესის განვითარებისთვის. მართლა დიდი სურვილი მაქვს, რომ საბოლოოდ მოხდეს შეჯერება ერთ პროექტზე, ერთ ამნისტიის კანონზე. თუ როგორ წარიმართება პროცესი, ყველა ერთად ვნახავთ. მაქვს მოლოდინი, და დიდი სურვილი, რომ შევჯერდებით“,- განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება.

„განხილვის მონაწილე ჯერ არ ვარ. ჩემი ჩართულობა საჭირო თუ გახდება, ჩავერთვები, რომ ორივე კანონპროექტი საბოლოოდ შევაჯეროთ და ვნახოთ, რა არის რეალური განსხვავება და მხოლოდ შემდეგ, ამ განსხვავებაზე შევეცადოთ კომპრომისები და ერთობლივი პოზიცია ვიპოვოთ.

მხარეები ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას. არის შეხვედრები და ეს კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება. ამიტომ დაველოდოთ პროცესს. არ ვარ მონაწილე პროცესის და არ მაქვს დეტალური ინფორმაცია იმ საბოლოო საკითხებზე, რომელზეც შეიძლება ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ დაველოდოთ, დაიწყება განხილვები. თუ იქნება საჭიროება და მოთხოვნილება, რომ მეც ჩავერთო, სიამოვნებით ჩავერთვები“,- განაცხადა კახა კუჭავამ.