კახა კუჭავა - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჭიათურაში პირველ ტურში დამაჯერებლად ვიგებთ
კახა კუჭავა - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჭიათურაში პირველ ტურში დამაჯერებლად ვიგებთ

ჭიათურაში მერის რიგგარეშე არჩევნები მმართველ პარტიაში შეაფასეს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში განცხადება კახა კუჭავამ გააკეთა.

კუჭავა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„საარჩევნო პროცესი 58-ვე უბანზე მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს საარჩევნო უბანზე მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისთვის. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირველ ტურში დამაჯერებლად ვიგებთ. მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, მივიდეს საარჩევნო უბანთან და საკუთარი არჩევანი გააკეთოს”, – განაცხადა კუჭავამ.