კახა კუჭავა - ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა საბოლოოდ კარგად ვხედავთ, რომ ბოლო შვიდი არჩევნებია, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს
კახა კუჭავა - ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა საბოლოოდ კარგად ვხედავთ, რომ ბოლო შვიდი არჩევნებია, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს

ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა საბოლოოდ კარგად ვხედავთ, რომ ბოლო შვიდი არჩევნებია, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე კომენტარისას აღნიშნა.

„ზოგადად, წინასაარჩევნოდ კვლევები იმატებს ხოლმე, რაც ერთის მხრივ კარგია, თუმცა ფაქტია, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი და საბოლოოდ აკეთებს იმ არჩევანს, რომელიც აისახება არჩევნების შემდეგ შედეგებში.

ჩვენ ბევრი კვლევა გვინახავს მანამდეც, თუმცა საბოლოოდ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ბოლო შვიდი არჩევნებია, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში“,- განაცხადა კუჭავამ.