კახა კუჭავა - არჩევნების დღის დასრულებამდე დაახლოებით ორი საათია დარჩენილი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს
კახა კუჭავა - არჩევნების დღის დასრულებამდე დაახლოებით ორი საათია დარჩენილი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს

არჩევნების დღის დასრულებამდე დაახლოებით ორი საათი არის დარჩენილი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახაბერ კუჭავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიღებული ინფორმაციით ჩვენი შტატებიდან დაახლოებით ცხრაასი ათას ხმაზე მეტია უკვე დაფიქსირებული ჩვენს სასარგებლოდ, რაც პირველ რიგში ხაზს უსვამს თუ რამდენად დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე უკვე ორ საათში გავაფორმებთ. დილიდან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენ ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებელთან, ევროპიდან ჩამოსულ პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს. ჩვენ ვისმენთ მათ განცხადებებს და მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რომ ერთხმად აღიარებული თუ რამდენად კონსტრუქციულ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს მთლიანად საარჩევნო პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ის ზომები, რომლებიც მიღებული იქნა ხელისუფლების მიერ არის არათუ მოწონებული პირიქით საშუალებას აძლევს ყველას უსაფრთხოდ მისცეს ხმა და დააფიქსიროს თავისი არჩევანი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, უკვე დაიწყო ძალადობის ისეთი აქტიური გამოვლინება, პროვოკაციები, რომელსაც მოყვა დაზიანებებიც და ნებისმიერი სახის ძალადობა იქნება აუცილებლად გამოძიებული.

„ყველგან არის კამერები და შესაბამისად ფიქსირდება ესა თუ ის დარღვევა და ნებისმიერი მოძალადე პასუხისგებაში იქნება მიცემული. ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ ორი საათის განმავლობაში მოვახდინოთ კიდე უფრო მობილიზება ყველა ჩვენი მხარდამჭერი ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს და დარჩა კიდევ დრო მივიდეს და თავისი არჩევანი ბოლომდე დააფიქსიროს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიან გარემოში. მოვუწოდებ ყველას, შეეშვან პროვოკაციებს მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან, აგებენ არჩევნებს არ არის აუცილებელ ძალადობაში გადაიზარდოს ესა თუ ის მათი ქმედება. ყველაფერ ამას აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. ამიტომ კიდევ ერთხელ შეეგუოს ჩვენი ოპონენტი იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს დამაჯერებლად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, ეს ორი საათი მშვიდობიანად, ყოველგვარი პროვოკაციებისა და ძალადობის გარეშე დასრულდეს.

დატოვე კომენტარი