კახა კუჭავა - არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, სხვადასხვა გავლენიანი გამომცემლობა ხმამაღლა საუბრობს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს
კახა კუჭავა - არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, სხვადასხვა გავლენიანი გამომცემლობა ხმამაღლა საუბრობს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და გავლენიანი გამომცემლობა ღიად და ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

კახა კუჭავა საქართველოს თაობაზე გავლენიანი ფრანგული ფინანსური გამოცემა „ლეზ ექო“-ს (Les Echos) სტატიას გამოეხმაურა.

„ეს სტატია არის იმის დადასტურება, რომ არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, არამედ ჟურნალისტები, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და გავლენიანი გამომცემლობა ღიად და ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ასევე საუბარია იმ მიღწევებზე, რაც ქვეყანას გააჩნია. ალბათ, ეს არის ქვეყნის დიდი მიღწევა, რითაც ყველამ უნდა იამაყოს“, – დასძინა კუჭავამ.

სახელწოდებით – „საქართველო ევროკავშირში. და რატომაც არა?“ სტატია ფრანგულმა ფინანსურმა გამოცემამ „ლეზ ექო“ (Les Echos) გამოაქვეყნა. სტატიის ავტორია ეკონომისტი სებასტიან კოშარი.