კახა კუჭავა - არ შეიძლება, სერიოზული კომენტარი გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე
კახა კუჭავა - არ შეიძლება, სერიოზული კომენტარი გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე

არ შეიძლება, კომენტარი სერიოზულად გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც სჯერა, შეგვიძლია, გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის ფეიკვიდეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

კახა კუჭავა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, ცრუ ინფორმაცია არ გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.